4 წელიწადში $9 მლრდ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გვინდა – კობახიძე

4 წელიწადში $9 მლრდ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გვინდა – კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას სურს, მომდევნო 4 წელში ჯამურად 9 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს, – ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც ნიშნავს, რომ მთავრობა წლიურად დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარის FDI-ს მოზიდვას ისახავს მიზნად.

“ჩვენ გვინდა მინიმუმ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა შემდგომი 4 წლის განმავლობაში და ესეც არის რეალური და ამისთვის არის კარგი საფუძველი შექმნილი გასული წლების მანძილზე. გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები რა თქმა უნდა ძალიან მკაფიო გეგმა გვაქვს შემუშავებული და ეს გეგმა რა თქმა უნდა სრულად უნდა განხორციელდეს,”- განაცხადა კობახიძემ.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში FDI 397 მილიონი დოლარით, ანუ 34%-ით შემცირდა და მხოლოდ 786 მილიონი დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2.2 მილიარდი დოლარის FDI საქართველოს ბოლო რვა წელში მხოლოდ ერთხელ, 2022 წელს ჰქონდა, მთლიანად ამ პერიოდში კი FDI-ის საშუალო მაჩვენებელი 1.54 მილიარდი დოლარი იყო. უცნობია რამდენად შემოვა საქართველოში 2.2 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები მაშინ თუკი ქვეყნის ხელისუფლება EU-სგან დაშორების პოლიტიკის გამტარებელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). დღეს…
დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა

საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა. მათ საერთო ჯამში 118 მილიონი ლარი მიიღეს. ეს ერთ…
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათ მონაცემებით,…